იმერლიშვილი გიორგი მალხაზის  ძე
იმერლიშვილი გიორგი მალხაზის  ძე

იმერლიშვილი გიორგი მალხაზის  ძე (15.XII.1995, თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა სსიპ ქ. თბილ. #147 საჯარო სკოლა (2013), ი. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, მათემატიკა (ბაკალავრიატი, 2017), სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტი, გამოყენებითი მათემატიკა (მაგისტრატურა, 2019), სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტი, მათემატიკა (დოქტორანტურა, 2023). მათემატიკის დოქტორი PhD, (2023). მუშაობს თსუ-ის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად (2022-დან), მუშაობდა შავი ზღვის საერთაშ. უნ-ტში, ბიზნესის სკოლა - მოწვეულ პროფესორი (2023), სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკ-ტი - მოწვეული პროფესორი (2023), ქუთ. საერთაშ. უნ-ტი, მათემ. სკოლა - პროფესორის ასისტენტი (2020-2023), სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტი საქართვ., მათემატიკა - სწავლების ასისტენტი (2019-2021). მისი სამეცნ. ინტე­რესების სფერო მოიცავს ანალიზს, კერძოდ: მრავლადწრფივი და ცალმხრივი ინტეგრალური ოპერატორების ასახვის თვისებების შესწავლას წონიან და მორის ტიპის სივრცეებში, ორწონიანი შეფასებების დამტკიცებას, ასევე ერთგვაროვან ტიპის სივრცეებში პოტენციალების შემოსაზღვრულობის საკითხებს. მიღებული შედეგები ეხება წილადურ და მრავლადწრფივ ინტეგრალურ ოპერატორებს წონიან, მორის ტიპისა და ერთგვაროვან სიცრცეებში. შესწავლილია ერთ და ორწონიან უტოლობები, ოპერატორების შემოსაზღვრულობა, ფეფერმა-სტეინის ტიპის უტოლობები, რისსის პოტენციალის შეფასებები ლორენცის სივრცეებში. ასევე, მიღებულია შედეგები ცალმხრივი ოპერატორების შემოსაზღვრულობაზე ცვლადმაჩვენებლიან მორის სივრცეებში. ი. გ. იყო 1 ადგილობრ. სამეცნ. გრანტის ხელმძღ.